მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

საქმიანობა

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საქმიანობის მთავარ მიზანს საქართველოში სოციალურ მეცნიერებებში სწავლებისა და კვლევის დონის განვითარების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების დასავლური სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს. გრძელ ვადიან პერსპექტივაში ცენტრი თავისი ფუნქციონირებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

ცენტრის ამჟამინდელი მთავარი პროექტი ფინანსდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ და მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებში სადოქტორო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აგრეთვე ახორციელებს ცალკეულ კვლევით პროექტებს, მათ შორის - მედიისა და გენდერის კვლევით პროექტებს.

უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით ცენტრს განხორციელებული აქვს სხვადასხვა ოპერაციული საქმიანობა, რამაც მოიცვა PhD კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნა, თსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩამოყალიბების ხელშწყობა, სწავლებისა და კვლევის დასავლური სტანდარტების დანერგვა სოციალურ მეცნიერებათა ახალი, ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამების შემოღებით და ადმინისტრირებით. ცენტრმა ჩაატარა რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენცია უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ახალი სადოქტორო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით ბოლონიის პროცესის კონტექსტში.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს სოციალურ მეცნიერებებში ადამიანური და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას. ცენტრი გამოსცემს სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას სოციალურ მეცნიერებებში, ახლო მომავალში გეგმავს დანერგოს სერთიფიცირებულ ტრენინგების სისტემა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ისეთ სფეროში როგორიცაა ”აკადემიური წერა”, ”კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში”, ”გენდერი”, ”მედია კვლევები”, ”პროექტების მენეჯმენტი და ადმინისტრირება”.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა